რას ნიშნავს x32 x86 x64 ??? ბევრმა არ იცის ამ სიმბოლოების მნიშვნელობა, ზოგიერთს არც აინტერესებს, ზოგიერთს კი პირიქით. სასურველია რომ შეგეძლოთ მათი ერთმანეთისგან განსხვავება თქვენივე თავისთვის. მაგ: ალბათ შეგხვედრიათ ინტერნეტში პროგრამები რომელთა სახელწოდების შემდეგ მითითებულია: x32, x86 ან x64. ბევრი ყურადღებას არ აქცევს და განურჩევლად იწყებს მათ გადმოწერას. გადმოწერის დროს X32, x86 და x64 პროგრამებს შორის ზომის გარდა სხვა განმასხვავებელ ელემენტს ვერ აღმოაჩენთ, მაგრამ როდესაც საქმე მიდის პროგრამის დაყენებამდე უკვე წარმოიქმნება პრობლემები რომელთა მიზეზიც სწორედ ამ ნიშნების უგულებესყოფაა. პირველ რიგში გეტყვით რომ x32 და x86 ერთიდაიგივეა. ამაზე ცოტა მოგვიანებით, ეხლა კი განვასხვაოთ ერთმანეთისგან x86(x32) და x64. დავიწყოთ.
არსებობს x86(x32) და ახალი x64 ტიპის არქიტექტურა.
x64 ტიპის პროცესორები პირველად AMD - მ გამოუშვა ასე რომ ეს მისი ტექნოლოგიაა და შემდგომში აიტაცეს სხვა ფირმებმა...
1. x86(x32) ტიპის არქიტექტურაში იგულისხმება ის რომ, კომპიუტერის მუშაობის დროს პროცესორს (ცენტრალურ პროცესორს) ინფორმაცია მიეწოდება 32 bit - ის რაოდენობით. შესაბამისად ამ ტიპის არქიტექტურისთვის (კომპიუტერისთვის) გამოიყენება 32 ბიტიანი ოპერაციული სისტემა და რათქმაუნდა პროგრამებიც.
2. ხოლო x64 ტიპის არქიტექტურაში იგულისხმება რომ, კომპიუტერის მუშაობის დროს პროცესორს (ცენტრალურ პროცესორს) ინფორმაცია მიეწოდება 64 ბიტის ოდენობით. შესაბამისად ამ ტიპის არქიტექტურისათვის (კომპიუტერისთვის) გამოიყენება 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემა და პროგრამები.
x64 არის ახალი თაობის პლატფორმა თუ ოპერაციული სისტემა, რომელიც ნელნელა იმკვიდრებს ფეხს მსოფლიო ბაზარზე.
P.S. რაც უფრო მეტი ბიტი გადაეცემა პროცესორს ერთი გადაცემით მით უფრო სწრაფია კომპიუტერი...
x86(x32) ტიპის არქიტექტურაზე (ანუ კომპიუტერზე) არ შეიძლება დავაყენოთ x64 ტიპის ოპერციული სისტემა. ზოგიერთ შემთხვევაში დაყენების დროს ამოვარდება შეცდომა სისტემის შეუთავსებლობის შესახებ ან მსგავსი შინაარსის მქონე შეტყობინება. ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაძლებელია მოხდეს ოპერაციული სისტემის დაყენება მაგრამ იმუშავებს ხარვეზებით.
x64 ტიპის არქიტექტურაზე შესაძლებელია დავაყენოთ x86(x32) ტიპის ოპერაციული სისტემა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ გამოვიყენებთ x64 ტიპის არქიტექტურის სრულ შესაძლებლობებს. როგორც ზევით აღვნიშნე x86(x32) ტიპის არქიტექტურაში ინფორმაციის გადაცემა ხდება 32 ბიტის ოდენობით, ხოლო x64 ტიპის არქიტექტურას შეუძლია გადასცეს 64 ბიტი. ანუ გამოდის რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვკარგავთ 64 ბიტის გადაცემის საშუალებას და ცენტრალურ პროცესორს გადაეცემა მხოლოდ 32 ბიტი. სისტემა იმუშავებს ისეთივე სიჩქარით როგორს მუშაობდა x86(x32) ის შემთხვევაში. ასე რომ ამ ტიპის არქიტექტურაზე უდა დაინსტალირდეს შესაბამისი x64 - ოპერაციული სისტემა და x64 - პროგრამები.
რაც შეეხება x86 ისა და x32 ის ერთიდაიგივეობას, პირველი პროცესორის სახელი იყო 8086. ეს სახელწოდება დღემდე შემორჩა და ასე უწოდებენ x32 - ს.
როგორ გავიგოთ ჩვენი კომპიუტერი რომელი ტიპის არქიტექტურას მიეკუთვნება???
ამისათვის არსებობს სპეციალური პროგრამა SIW რომელიც დაწვრილებით ინფორმაციას მოგვაწვდის ჩვენი კომპიუტერის შესახებ. მისი გადმოწერა შეგიძლიათ აქედან. არ საჭიროებს დაყენებას. უბრალოდ ორჯერ კლიკი და გაეშვება.

ამ შემთხვევაში კომპიუტერი არის x86 ანუ x32 და სასურველია დაინსტალირდეს შესაბამისი ტიპის ოპერაციული სისტემა და პროგრამები.
--------------------------------------------------------------------------------------------
შესაძლებელია შეგხვდეთ გრამატიკული შეცდომები. აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ დატოვოთ კომენტარი შეცდომის მითითებით.
მოცემული სტატიის ინტერნეტში განთავსების შემთხვევაში, გთხოვთ დაიცვათ ავტორული უფლებები და მიუთითო წყარო : http://allwind.ucoz.com/load/lessons/ras_nishnavs_x32_x86_x64/9-1-0-102 [AllProg.TK]
პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.
|
| ||||||||
|
| ||||||||
|
| ||||||||
Kaspersky Internet Security 2012
Adobe Flash Player
Auslogics Disk Defrag
Java
Nero 7 Ultra
Skype 3.8
Skype 5.0
AVG Internet Security
Daemon Tools
Adobe Shockwave
TuneUp Utilities
Comments